пятница, 6 августа 2021 г.

 განვიხილოთ  გაკვეთილის ფრაგმენტი დიფერენცირებული დავალებებით: გაკვეთილის თემა – საღვთო რომის იმპერია კარლ V-ის დროს;

დრო – 15 წუთი.

დაახლოებით  5/6 ქულიანი დავალება:

  • დაასახელეთ კონკრეტული რეფორმები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კარლ V-ის ცხოვრებაში;
  • რას გეუბნებათ სახელები: ა) მ. ლუთერი? ბ) ფილიპე II?
  • როგორი იყო კარლ V-ის საშინაო  და საგარეო პოლიტიკის შედეგები?

დაახლოებით  7/8 ქულიანი დავალება:

  • რას წარმოადგენდა „95 თეზისი“? ვინ იყო მისი ავტორი?
  • დაახასიათეთ, როგორ გაიყო ჰაბსურგთა იმპერია ორ შტოდ.

დაახლოებით 9/10 ქულიანი დავალება:

  • რატომ თქვა უარი კარლ V-მ ნიდერლანდებზე და ესპანეთზე და არა გერმანიაზე?
  • რატომ დათანხმდა კარლ V 1555 წლის აუგსბურგის რელგიურ ზავზე და არ გააგრძელა ბრძოლა რეფორმაციის წინააღმდეგ? მიაღწია თუ არა ამით თავის მიზანს?