განვიხილოთ გაკვეთილის ფრაგმენტი დიფერენცირებული დავალებებით: გაკვეთილის თემა – საღვთო რომის იმპერია კარლ V-ის დროს;
დრო – 15 წუთი.
დაახლოებით 5/6 ქულიანი დავალება:
- დაასახელეთ კონკრეტული რეფორმები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კარლ V-ის ცხოვრებაში;
- რას გეუბნებათ სახელები: ა) მ. ლუთერი? ბ) ფილიპე II?
- როგორი იყო კარლ V-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები?
დაახლოებით 7/8 ქულიანი დავალება:
- რას წარმოადგენდა „95 თეზისი“? ვინ იყო მისი ავტორი?
- დაახასიათეთ, როგორ გაიყო ჰაბსურგთა იმპერია ორ შტოდ.
დაახლოებით 9/10 ქულიანი დავალება:
- რატომ თქვა უარი კარლ V-მ ნიდერლანდებზე და ესპანეთზე და არა გერმანიაზე?
- რატომ დათანხმდა კარლ V 1555 წლის აუგსბურგის რელგიურ ზავზე და არ გააგრძელა ბრძოლა რეფორმაციის წინააღმდეგ? მიაღწია თუ არა ამით თავის მიზანს?
Комментариев нет:
Отправить комментарий